ამერიკის ღია პირველობის მეორე წრეში ტურნირზე მე-18 ნომრად განთესილმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკელი ჯენსონ ბრუკსბი ოთხ სეტში – 3:6 7:6 7:5 6:2 დაამარცხა. ამ გამარჯვებით ქართველმა ლაივ-რეიტინგში წინ წაიწია და მე-15 ადგილამდე აღზევდა. ამასთან ერთად კი ფინანსური მოგებაც ნახა.
მეორე წრის გავლით ნიკოლოზის ბიუჯეტი $100 000-ით შეივსო. პირველ წრეში გამარჯვების ფასი კი $58 000 იყო. ამერიკის ღია პირველობა მსოფლიოში ყველაზე დიდი საპრიზო თანხის მქონე საჩოგბურთო ტურნირია. 2019 წელს საერთო საპრიზო თანხა US Open-ზე $57 238 700 მილიონს შეადგენს.
მესამე წრეში ბასილაშვილის მეტოქე 25 წლის გერმანელი, 118-ე ჩოგანი დომინიკ კიოპფერი იქნება.
წყარო: sport.adjara.com