რა შემთხვევაში შეხვდება საქართველო სომხეთს

400

უეფამ გამოაცხადარომ ერთა ლიგის პლეი ოფების წილისყრა 22 ნოემბერს გაიმართებამოგეხსენებათუკვე გარკვეულია, რომ ერთა ლიგის ნახევარფინალები მომავალი წლის გაზაფხულზე – 26, 27 და 28 მარტს შედგება

ჩვენთვის საინტერესო D დივიზიონში გვაქვს შემდეგი წყვილები: საქართველო-ბელარუსი და ჩრ. მაკედონია-კოსოვო. გადაწყვეტილია, რომ ფინალები 29, 30 და 31 მარტს შედგება, 22 ნოემბრის წილისყრა კი გაარკვევს, თუ რომელი ნახევარფინალის გამარჯვებული გუნდი იქნება ფინალის მასპინძელი. დაგვეთანხმებით, ეს ძალზე მნიშვნელოვანი მომენტია.

ფაქტია, ასეთი მოდელი არათანაბარ სიტუაციაში აყენებს ნახევარფინალური წყვილის გამარჯვებულ ერთ-ერთ ნაკრებს, მაგრამ რას ვიზამთ, ასე გადაწყვიტა უეფამ და ჩვენ ვერაფერს შევცვლით.

ევრო 2020-ის ფინალური ეტაპის წილისყრა 30 ნოემბერს შედგება. იმ მომენტისთვის, 24 მონაწილე ნაკრებიდან 20 ცნობილი იქნება, ოთხიც ერთა ლიგის პლეი ოფებში გაირკვევა: ამ გუნდებს ერთა ლიგის ოთხ დივიზიონში გამარჯვებული 4 ნაკრები დაემატება.

ქართველ გულშემატკივარს აინტერესებს, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კოსოვო და ჩრ. მაკედონია ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე შესარჩევი ციკლიდან გავლენ ევროპის ჩემპიონატზე. ამის შანსი არ არის დიდი, მაგრამ, ვიდრე ის არის, სიტუაციის განხილვა აუცილებელია.

მოკლედ, თუ კოსოვო და ჩრ. მაკედონია ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლიდან მოიპოვებენ ფინალური ეტაპის საგზურს, ასეთ შემთხვევაში ერთა ლიგის პლეი ოფებში D დივიზიონის საუკეთესო მეორეადგილოსნები – ლუქსემბურგი და სომხეთი ითამაშებენ.

ანუ, თუ კოსოვო გავა ევროფორუმზე, ნახევარფინალში ასეთ წყვილებს მივიღებთ: საქართველო-ლუქსემბურგი და ჩრ. მაკედონია-ბელარუსი. თუ კოსოვო და ჩრ. მაკედონია ერთად  გავლენ, საქართველო სომხეთს დაუპირისპირდება, ხოლო ბელარუსი – ლუქსემბურგს. ამის შანსი ძალიან მიზერულია, მაგრამ… დღევანდელ ფეხბურთში ყველაფერი ხდება და ეს ვარიანტიც არ უნდა გამოვრიცხოთ.

მაკედონიელებზე მეტი შანსი კოსოვოს აქვს თითქოს, მაგრამ ამ ძალზე სიმპათიურ ნაკრებს ბოლო ორ ტურში ჩეხეთსა (სტუმრად) და ინგლისთან (შინ) უწევს თამაშები. ამიტომ, ყველაზე რეალურია, რომ საქართველო ნახევარფინალში ბელარუსს უმასპინძლებს.

* * *

ბელარუსულ სპორტულ მედიაში არაერთ პუბლიკაციას შეხვდებით ერთა ლიგის თაობაზე. ამ წერილებში ყველა ერთსა და იმავეს ამბობს – ისინი პირდაპირ წერენ, რომ ერთა ლიგის ნახევარფინალში მათი ნაკრები საქართველოს დაუპირისპირდება. “მარტში ქართველებს ვეთამაშებით და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ”, – ასეთი კომენტარი გააკეთა ერთ-ერთი მატჩის შემდეგ ბელარუსთა მწვრთნელმა მიხაილ მარხელმა.

უნდა ითქვას, რომ მინსკში განწყობა ოპტიმისტურია – ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ბელარუსის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა შეუძლია და ეს მიუხედავად იმისა, რომ მარხელის გუნდმა საშინაო შეხვედრაში ვერ შეძლო ესტონეთის დამარცხება (0:0), ხოლო ჰოლანდიასთან მარცხი (ასევე შინ – 1:2) გასაკვირი ნამდვილად არ არის.

სხვათა შორის, სიტყვამ მოიტანა და, ბელარუსებიც, ჩვენი არ იყოს, სტაბილური მეგოლის პრობლემას უჩივიან. უკვე ისმის კრიტიკა ნაკრების სამწვრთნელო შტაბის მისამართითაც, რომელიც დიდი ხანი არ არის, რაც მუშაობას შეუდგა.

წერენ პოზიტივზეც – ბოლო დროს ეროვნული ნაკრების ბრძოლისუნარიანობა შედარებით ამაღლდაო…

წყარო: lelo.ge

SHARE