რობერტ ლევანდოვსკიმ „ნაციის ბომბარდირის“ რეკორდი დაამხო

294

“ბაიერნის” ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ ლეგენდარული გერდ მიულერის რეკორდი მოხსნა. 31 წლის პოლონელმა მეგოლემ ბუნდესლიგის საწყის 11 ტურში 16 გოლი გაიტანა და იმავე “ბაიერნისა” და გერმანიის (გფრ) ნაკრების შემტევს გაუსწრო.

“ნაციის ბომბარდირად” წოდებულ მიულერს 1968/69 წლების სეზონის პირველ 11 მატჩში 15 გოლი აქვს გატანილი. ასე რომ, ლევანდოვსკი ამ კუთხით უკვე ისტორიაშია შესული. ის “ბაიერნის” ღირსებს 2014 წლიდან იცავს, მიულერს კი “დი როტენის” (“წითლები”) მაისურა 1964-დან 1979 წლამდე ემოსა.

სამწუხაროდ, 2015 წლიდან მიულერს ალცჰაიმერის დაავადება აწუხებს.

წყარო: lelo.ge

SHARE