ბევრი ამბობს, რომ პიროვნული თვალსაზრისით, ლიონელ მესი და დიეგო სიმეონეაბსოლუტურად განსხვავებული ინდივიდები არიან. ფაქტი ისაა, რომ სიმეონეს ძალიან მოსწონს მესის თამაში და, რა თქმა უნდა, ამაში ის ორიგინალური არ არის. თუმცა “ჩოლო” ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მოუწოდებდა ლეოს, რომ დაბრუნებოდა საერთაშორისო ასპარეზს და ძალიანაც გაიხარა, როცა ეს ასეც მოხდა.
TyC Sports-თან ინტერვიუში მადრიდის “ატლეტიკოს” დამრიგებელმა არ გამორიცხა, რომ ერთ დღეს, შეიძლება, მშობლიური ქვეყნის ნაკრები გაწვრთნას და, რა თქმა უნდა, მას ძალიან ხიბლავს მესისთან მუშაობის პერსპექტივა.
“ფაქტია, არგენტინის საფეხბურთო ასოციაციას ჩემთვის არასოდეს შემოუთავაზებია ეროვნულიგუნდის გაწვრთნა. ვერ დავმალავ – ნამდვილად მინდა არგენტინის ნაკრების გაწვრთნა, მაგრამ აქარის ძალიან ბევრი ნიუანსი, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. ამ დროისთვისჩვენი მიზანი ერთია – უნდა დავწეროთ მადრიდის “ატლეტიკოს” ისტორია და, დარწმუნებული ვარ,ამას აუცილებლად შევძლებთ”.
სიმეონემ ღიად განაცხადა, რომ ის არავითარ ყურადღებას არ აქცევს მის გარშემო გავრცელებულ ჭორებს. მაგალითად, ძალიან ბევრი იწერებოდა იმის თაობაზე, რომ არგენტინელი სპეციალისტი მილანის “ინტერში” გადაბარგდებოდა, მაგრამ სიმეონე ამბობს, რომ ის “ატლეტიკოშიც” ძალიან ბედნიერია. ახლა კი ისევ არგენტინის ნაკრებზე:
“მჯერა, დადგება ის მომენტი, როცა შეიძლება ჩავიბარო არგენტინის ეროვნული გუნდი. ეს არისჩემი ოცნება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ოცნება ერთ დღესაც ამისრულდება. ჯერჯერობით კი მირჩევნია, საკლუბო სისტემაში ვიმუშაო და ყოველი დღე დატვირთული მქონდეს“,– ამბობს სიმეონე.
არგენტინის ნაკრების მწვრთნელობა კი მესის გაწვრთნას ნიშნავს. სიმეონემ ამაზე თქვა: “რა თქმაუნდა, “კოპა ამერიკაზე” ის გუნდის ნამდვილი ლიდერი იყო. მას დიდი ტვირთი ჰქონდა მხრებზე დაამაში ყველა დამეთანხმება. ახლა არ შევუდგები მესის მიერ გაკეთებული განცხადებებისკომენტირებას. შეიძლება, ეთანხმებოდე მათ, ან შეიძლება – არა. ფაქტი ისაა, რომ ყველასშეუძლია, თავისებურად იფიქროს. მესი ნამდვილი ლიდერია. ის მსოფლიოს საუკეთესოფეხბურთელია და არ მესმის, რატომ არ უნდა მინდოდეს მისი გაწვრთნა?”, – ამბობს სიმეონე.
წყარო: lelo.ge