უკვე დიდი ხანია გადაწყვეტილია, რომ მომავალი სეზონიდან ფრენკ დე იონგი “ბარსელონაში” ითამაშებს.
ცნობილია მისი კატალონიაში ჩასვლის დროც – დე იონგი ბარსელონას ხუთშაბათს ეწვევა.
პარასკევს ის გუნდში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კამპ ნოუზე ოფიციალურად წარსდგება.
“ბარსელონას” მის სანაცვლოდ ამსტერდამის “აიაქსს” 75 მილიონ ევროს გადაუხდის.
წყარო: goal.ge