ყაზანის “რუბინის” ვებგვერდზე ჩატარდა გამოკითხვა ივლისის თვის საუკეთესო გოლის გამოსავლენად, სადაც გულშემატკივრებმა ხვიჩა კვარაცხელიას მიერ მოსკოვის “ლოკომოტივის” კარში გატანილი გოლი დაასახელეს.
ახალგაზრდა ქართველმა დედაქალაქურ კლუბს პრემიერლიგის პირველ ტურში გაუტანა. მატჩი 1:1 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ გასული სეზონის მეორე ნახევარი კვარაცხელიამ სწორედ “ლოკომოტივში” გაატარა.
ამ მომენტში “რუბინის” ვებგვერდზე თვის საუკეთესო მოთამაშის გამოსავლენი გამოკითხვა ტარდება, სადაც 7 დასახელებულ კანდიდატს შორის სამი ქართველია – ხვიჩა კვარაცხელია, ზუკა დავითაშვილი და ბექა მიქელთაძე.
ხმის მიცემა ამ ბმულზეა შესაძლებელი.
წყარო: sportall.ge