მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) აღმასკომმა სპეციალური კომისიისგან მიიღო რეკომენდაცია – ჩამოართვას რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს WADA-სთან შესაბამისობის სტატუსი. ამის შესახებ ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.
WADA-ს აღმასკომი 9 დეკემბერს, თავის რიგგარეშე სხდომაზე გამოიტანს გადაწყვეტილებას რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოსთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ ადრე WADA-ს დაზვერვისა და გამოძიების სამსახურმა და დამოუკიდებელმა სასამართო-სამედიცინო ექსპერტებმა შეისწავლეს მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის მონაცემები და აღმოაჩინეს დოპინგსინჯების გაყალბებისა და მანიპულაციების კვალი.
WADA-ს სპეციალურმა კომისიამ შეისწავლა ეს დოკუმენტები, ასევე რუსული მხარის ახსნა-განმარტება და შესთავაზა აღმასკომს რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოსთვის სანქციების დაწესება.
თუ აღმასკომი დაეთანხმება ამ რეკომენდაციებს, მაშინ რუსეთს უმკაცრესი სასჯელი ელოდება – საერთაშორისო ტურნირებიდან, მათ შორის, ოლიმპიური თამაშებიდან ჩამოშორება.
წყარო: lelo.ge