“ჩელსიმ” ახალი საგარეო მაისურების მოდელები წარადგინა, რომელმაც საზოგადოება შოკირებული თუ არა, გვარიანად გაოცებული დატოვა. რომან აბრამოვიჩი და მარინა გრანოვსკაია უკვე იმაზეც წავიდნენ, რომ “ჩელსის” თეთრ მაისურებზე, კონკრეტულად კი სამკლაურებსა და საყელოზე, რუსული დროშის ფერებია გამოსახული.
საინტერესოა ამ ყველაფერზე ინგლისელების რეაქცია. თუმცა, რა თქმა უნდა, “ჩელსის” ვერავინ აუკრძალავს ასეთი ფორმებით თამაშს. ეჭვი არ არის, რომ კრემლში ერთი კაცი რომ ზის, ის წინდაწინ იქნებოდა ამაზე ინფორმირებული, ან შეიძლება, სულაც აბრამოვიჩის სიურპრიზი ყოფილიყო…
წყარო: lelo.ge