რუსეთში ფეხბურთელი პოლიციის განწყოფილებაში მოკლეს და განაცხადეს, რომ თავად დაიწვა

378
რუსეთის დაბალ ლიგაში მოთამაშე ჩერნოხოვსკის “პროგრესის” ფეხბურთელი ივან ვშივკოვი, თავისი დის განცხადებით, პოლიციის განყოფილებაში მოკლეს, შემდეგ კი, დაწერეს, რომ დამწვრობებით გარდაიცვალა.
პოლიციის განცხადებაში წერია, რომ კალინიგრადის მხარის მცხოვრები მოქალაქე ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს და პოლიციის შენობაში გადაიყვანეს, იქ, ვშიშკოვმა განზრახ დააზიანა გათბობის რადიატორი, რის შედეგადაც მიიღო დამწვრობა და საავადმყოფოში გარდაიცვალა.
გარდაცვლილის დამ კი სოციალურ ქსელ “ვკონტაკტეში” დაწერა, რომ პოლიციის განცხადება სრული სიცრუეა და მისი ძმა პოლიციელებმა ცოცხლად მოხარშეს. გოგონას განცხადებით, რუსეთში მსგავსი მოქმედება ჩვეულებრივი მოვლენაა.
გოგონა ამტკიცებს, რომ შეუძლებელი იყო თავად გაეფუჭებინა პატარა გამათბობლის რადიატორი და ამის შედეგად სხეულის 70%-იანი დამწვრობა მიეღო. ივანი 36 წლის იყო, გარდაცვლილს 2 მცირეწლოვანი გოგონა დარჩა.
წყარო: sportall.ge
SHARE