რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში, საზოგადოება „რუსთაველების“ ორგანიზებით, ნიჩბოსნობის სკოლის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე დაესწრნენ.
პროექტი საზოგადოება „რუსთაველების“ ინიციატივით შეიქმნა და მას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უჭერს მხარს.
ნიჩბოსნობის სკოლის მშენებლობას საფუძველი დღეს ჩაეყარა და ის მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.
წყარო: 1tv.ge