რუსი ჩინოვნიკები ფიფას მაღალჩინოსნების მოსყიდვას განიხილავდნენ – კომერციული ზეწოლა პლატინიზე, 3 მილიონი ბეკენბაუერის ხმისთვის

387
რუსული სპორტული და არამხოლოდ სპორტული გამოცემები აქტიურად წერენ რუსი ჩინოვნიკების გატეხილი მიმოწერის ფრაგმენტის შესახებ, რომელშიც აღნიშნულია, თუ როგორ უნდა მოიპოვოს რუსეთმა ხმები 2018 წლის მსოფლიო თასის მასპინძლობისათვის.

 

არ კონკრეტდება თარიღი, თუმცა მიმოწერა მიმდინარეობს მოსკოვის კულტურის დეპარტამენტის ყოფილ თავმჯდომარე სერგეი კაპკოვსა და ორგკომიტეტ “როსია 2018”-ის დირექტორის მოადგილე ალეკსანდრ ჯორჯაძეს შორის. ელფოსტაზე გაგზავნილ წერილს ჰქვია “დოსიე ფიფას ჩინოვნიკების შესახებ”.

 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ფრანც ბეკენბაუერის ხმის ყიდვა შესაძლებელია მისი მრჩეველის “ხელგაშლილი დაჯილდოებით კონსულტაციისათვის”, რომელიც 3 მილიონი ევრო დაუჯდებათ და კიდევ 1,5 მილიონი დადებით გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში.

 

პლატინის მხარდაჭერის მიღება შესაძლებელია “უეფას ყველაზე  გავლენიან კომერციულ პარტნიორებზე ზეწოლით”.

 

იოზეფ ბლატერზე გასვლა შესაძლებელია მისი ნათესავის საშუალებით, რომელიც ფიფას სატელევიზიო ტრანსლაციის უფლებებს ფლობს.

 

ბრიტანელი ჯეფ ტომპსონის ხმის მიღება მისი ცოლისათვის ძვირფასი საჩუქრების გაკეთებით შეიძლება, ხოლო ამერიკელ ჩაკ ბლეიზერზე გასვლა რომან აბრამოვიჩის საშუალებით არის შესაძლებელი.

 

ხოლო ფიფას გადაწყვეტილების მიმღები კომიტეტის დანარჩენი წევრები უბრალოდ უნდა მოისყიდონ, ზოგიერთის შემთხვევში პირდაპირ ფული უნდა გადაუხადონ.

 

მეორე წერილი ეხება ფიფას გადაწყვეტილების მიმღები კომიტეტის წევრებთან საჭირო კონტაქტების დამყარებას, ასევე, რუსულ ბიზნესელიტაში იმ პირების გამოყოფას, რომელთა ფინანსური ინტერესები კვეთს კომიტეტის წევრების ინტერესებს.

 

ძნელია დამტკიცება, რეალურად მიიღო თუ არა რუსეთმა მასპინძლობის უფლება ამ გზით, თუმცა ფაქტები ფაქტებად რჩება. თუმცა, აქვე უნდა ვაღიაროთ, რომ 2018 წლის მსოფლიო თასი ერთ-ერთი ყველაზე მშვიდობიანი და კარგად ორგანიზებული იყო მსოფლიო თასებს შორის.
წყარო: sportall.ge
SHARE