საბა კვირკველია დიდი ალბათობით კლუბს გამოიცვლის. ის მოსკოვის “ლოკომოტივის” უცვლელი ფიგურა იყო წლების განმავლობაში, მაგრამ ბოლო სეზონში თამაში თითქმის არ უწევდა. მან 22 ტურში მხოლოდ 4-ჯერ ითამაშა. ეს კი ნებისმიერი ფეხბურთელისთვის საკმარისი საბაბია გუნდის დატოვებაზე ფიქრისთვის.
რუსული გამოცემა “ჩემპიონატი” ასახელებს კლუბებს, სადაც შეიძლება საბამ კარიერა განაგრძოს – “როტორი”, “როსტოვი”, “კრასნოდარი”.
რომელს აარჩევს ჩვენიანი დღეს რთული სათქმელია, თუმცა ერთი რამ შეგვიძლია ვურჩიოთ: რუსულ ვარიანტებს, იქნებ დასავლეთ ევროპული კლუბი სჯობდეს. წარმოუდგენელია ასეთი ფეხბურთელით მხოლოდ რუსები იყვნენ დაინტერესებულები.
წყარო: lelo.ge