ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე “საბურთალო” “შერიფს” დაუპირისპირდება.
პირდაპირ ტრანსლაციასთან დაკავშირებით ქართული კლუბი განცხადებას ავრცელებს.
„ძვირფასო გულშემატკივრებო, მოგახსენებთ, რომ 10 ივლისს საფეხბურთო კლუბი “საბურთალო” მოლდოვის ქალაქ ტირასპოლში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს გამართავს “შერიფის” წინააღმდეგ. იქიდან გამომდინარე, რომ დიდია მატჩისადმი ინტერესი, ჩავთვალეთ საჭიროდ გაგვეკეთებინა განმარტება.
ზოგადად, კლუბებისთვის საერთაშორისო მატჩების ტრანსილირება არის შემოსავლების ერთ-ერთი წყარო, თუმცა გავითვალისწინეთ გულშემატკივრების ინტერესი და პირდაპირი რეპორტაჟის ექსკლუზიური უფლება “საზოგადოებრივ მაუწყებელს” უსასყიდლოდ გადავეცით, რათა ეწარმოებინა მოლაპარაკება მოლდოვურ მხარესთან და ეჩვენებინა გასვლითი მატჩიც პირდაპირ ეთერში. საბოლოო პასუხი ჯერ-ჯერობით არ გვაქვს. იმედს ვიტოვებთ, “საზოგადოებრივი მაუწყებელი” შეძლებს მოლდოველ კოლეგებთან მოლაპარაკებასა და მაყურებელს მიეცემა მატჩის პირდაპირ ეთერში ყურების საშუალება”, – წერია განცხადებაში.
წყარო: goal.ge