ნეიმარს “პარი სენ-ჟერმენის” დატოვება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი.
ბრაზილიელისთვის პრიორიტეტული არა “ბარსელონაში” ტრანსფერია, არამედ ზოგადად “პსჟ”-დან წასვლა.
El Chiringuito TV-მ ამ ფაქტთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო და უცნაური ინფორმაცია გაავრცელა.
აღნიშნული წყაროს თანახმად, კატალონიურ კლუბში ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში, “პარიზის” ვარსკვლავი ერთ-წლიანი იჯარით სამშობლოში დაბრუნდება.
სამხრეთ ამერიკელს უკვე ჰყავს ერთი მსურველი – “ფლამენგო”.
წყარო: goal.ge