დღეს, 11 ივლისს, ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი ქართველი კლუბი ჩაერთვება.
პირველ შეხვედრას ყაზახეთში “ორდაბასის” წინააღმდეგ ქუთაისის “ტორპედო” გამართავს. ეს დაპირისპირება თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირ ეთერში ხილვა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელის “პირველ არხზე” იქნება შესაძლებელი.
თბილისის “დინამო” “დინამო არენაზე” ანდორულ “ენგორდანს” მიიღებს. შეხვედრა 21:00 საათზე აიღებს სტარტს.
მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელი გადასცემს.
მესამე შეხვედრა კი, რომელშიც ქართული კლუბი მიიღებს მონაწილეობას, ლუქსემბურგში გაიმართება, სადაც საჩხერის “ჩიხურა” ადგილობრივ “ფოლას” დაუპირისპირდება. მატჩი 21:30 საათზე დაიწყება.
Sportall.ge-ს ჟურნალისტი ხვიჩა ყაზაიშვილი ლუქსემბურგში იმყოფება და სიახლეებზე ადგილიდან იმუშავებს.
წყარო: sportall.ge