საინტერესო ამბავი ქართველებისთვის – ერთა ლიგის ფინალის ჩატარების ადგილი გაირკვა

414

უეფას შტაბბინაში გაიმართა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პლეი ოფის წილისყრა. ეს პროცედურა ქართველებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო.

უნდა გარკვეულიყო ერთა ლიგის რომელი ნახევარფინალური წყვილის გამარჯვებული უმასპინძლებს ფინალს.

უფრო კონკრეტულად: D ჯგუფის ნახევარფინალებში (რომელიც 26 მარტს გაიმართება) ერთმანეთს ხვდებიან საქართველო და ბელარუსი, კოსოვო და მაკედონია. ამ წყვილებში გამარჯვებული ფინალს ითამაშებს, რომელიც ერთმატჩიანი იქნება.

წილისყრამ გაარკვია, რომ ფინალს უმასპინძლებს საქართველო-ბელარუსის წყვილში გამარჯვებული.

იმასაც გეტყვით, რომ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე სწორედ ფინალში გამარჯვებული ითამაშებს.

C ჯგუფის ნახევარფინალი: შოტლანდია-ისრაელი, ნორვეგია-სერბეთი.

B ჯგუფის ნახევარფინალი: ბოსნია-ჩრდილოირლანდია, სლოვაკეთი-ირლანდია.

A ჯგუფის ნახევარფინალი: ისლანდია-რუმინეთი, ბულგარეთი-უნგრეთი.

წყარო: lelo.ge

SHARE