საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში პრეზიდენტის წლიური მოხსენებით გამოსვლისას დამოუკიდებლობის პერიოდში ქვეყნის სპორტულ მიღწევებსაც შეეხო და ბელარუსთან ერთა ლიგის მოახლოებული მატჩიც ახსენა:
“ჩვენ ვიცოდით საქართველოს პოტენციალის, მისი კულტურული რესურსებისა და, ზოგადად, მიმზიდველობის შესახებ, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდით, რომ ეს ქვეყანა ასე სწრაფად განვითარდებოდა; რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებითა თუ მსოფლიო რეიტინგებით თავს დაიმკვიდრებდა რეგიონში (და არა მხოლოდ რეგიონში); რომ ჩვენი სპორტსმენები მსოფლიო არენას დაიპყრობდნენ და გავხდებოდითსაერთაშორისო მასშტაბის ჩემპიონატების მასპინძლები. ველოდები, რომ 26 მარტს ქართული ფეხბურთიც თავის ადგილს დაიბრუნებს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ბელარუსს ევრო 2020-ის პლეი ოფის მატჩში 26 მარტს, “დინამო არენაზე” დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენი გუნდი ფინალურ მატჩსაც შინ გამართავს – ეს იქნება 31 მარტს და მეტოქედ ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს შორის გამარჯვებული გვეყოლება. ამ შეხვედრაში მოგებული კი ევრო 2020-ზე იასპარეზებს.
ამ მატჩისადმი ინტერესი იმდენად დიდია, რომ ბელარუსთან მატჩამდე ერთი თვით ადრე ყველა ბილეთი გაიყიდა.
წყარო: lelo.ge