თავდამსხმელმა სამუელ ეტო’ომ თამაშისთვის თავის დანებებისთანავე მწვრთნელ ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა, რომლის ხელმძღვანელობითაც “ჩელსისა” და “ინტერში” ასპარეზობდა.
“დავიღალე იმის მტკიცებით, რომ მოურინიო საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანია. ახლახან დავასრულე ფეხბურთელის კარიერა და მან პირველმა გამომიგზავნა შეტყობინება.
მოურინიო პატივისცემას იმსახურებს. ჩვენ ყოველთვის მისთვის ვიბრძოდით, მზად ვიყავით, თავი გაგვეწირა.
კარგი იქნებოდა, “ბარსელონაში” დაბრუნებულიყო. მსურს ვთხოვო, “მალიორკას” ჩაუდგეს სათავეში, იქ მოეწონებოდა, რადგან ესპანეთში საუკეთესო ქალაქია. თუმცა, მირჩევნია “ბარსაში” ვიხილო”, – განუცხადა ეტო’ომ “მუნდო დეპორტივოს”.
წყარო: sportall.ge