სანდრო ბაზაძემ მსოფლიოს რეიტინგში კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა

467
ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე განახლებულ მსოფლიო რეიტინგში მერვე პოზიციას ფრანგ ბოლად აპიტისთან იყოფს.

 

მსოფლიო ჩემპიონატზე 16 საუკეთესოს შორის მოხვედრით სანდრომ კარიერაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. აქამდე მისი საუკეთესო მაჩვენებელი მეცხრე ადგილი იყო.

 

შეგახსენებთ, რომ სანდრო ბაზაძემ მერვედფინალში იტალიელ ლუკა კურატოლისთან 10:15 წააგო.

 

მიხეილ მარდალეიშვილი 47-ე ადგილზე დარჩა, ბექა ბაზაძემ მცირედით უკან დაიხია და ამჯერად 73-ეა, ნიკა შენგელია 112-ეა.
წყარო: sportall.ge
SHARE