ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლუკა მოდრიჩი საქართველოსთან ამხანაგურ შეხვედრაში არ ითამაშებს. ხორვატული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:
“ლუკა მოდრიჩს “რეალში” აქვს რთული პერიოდი. არის გადაღლილობის ფაქტორიც. სლოვაკეთთან შეხვედრაში მოდრიჩმა შესანიშნავად ითამაშა. ზლატკო დალიჩი ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ ლუკა ნაკრებიდან “რეალში” ორჯერ დაბრუნდა ტრავმირებული”.
წყარო: lelo.ge