თბილისის ოლიმპიურ ღია აუზში დამთავრდა საქართველოს მოცურავეთა ზაფხულის ღია ჩემპიონატი. საპრიზო ადგილებისთვის ჩვენს უძლიერეს სპორტსმენებთან ერთად უკრაინის 8 წარმომადგენელიც მონაწილეობდა, რომლებმაც მედლებიც საკმაოდ მოიხვეჭეს.
ეს შეჯიბრება ერთგვარი რეპეტიცია იყო ქართველი მოცურავეებისთვის, რომლებსაც ორი მნიშვნელოვანი შეჯიბრება ელით: 19 ივლისიდან ჩინურ გუანჩჟოუში მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოვლენ მარიამ იმნაძე, თინათინ კევლიშვილი, ირაკლი რევიშვილი და თეიმურაზ კობახიძე, ხოლო ბაქოში ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალზე გაემგზაგრებიან მამუკა შენგელია და გიორგი ერაძე.
იმნაძემ ეროვნულ ჩემპიონატში ერთი ოქროს და სამი ვერცხლის მედალი დაიმსახურა, კონახიძეს თითო ოქრო და ვერცხლი ერგო, შენგელიას – თითო ოქრო და ბრინჯაო. კევლიშვილი, რევიშვილი და ერაძე ინდივიდუალური პროგრამით ემზადებიან და თბილისში არ მოუსინჯავთ ძალები.
კვარცხლბეკი
ქალები
თავისუფალი ყაიდა. 50 მ. 1. ფატიმა ალკარამოვა (ალმაზი, 28.11), 2. ელენა დიაჩენკო (უკრაინა, 28.41), 3. მარიამ ხუტუნიშვილი (ჭიათურა, 29.76); 100 მ. 1. ფატიმა ალკარამოვა (1.00.21), 2. მარიამ იმნაძე (ტონუსი, 1.00.31), 3. ელენა დიაჩენკო (1.01.71); 200 მ. 1. ფატიმა ალკარამოვა (2.09.78), 2. მარიამ იმნაძე (2.16.66), 3. ელენა დიაჩენკო (2.1671); 800 მ. 1. თაკო გვიმრაძე (ჭიათურა, 11.34.72), 2. მარი ზაქარაშვილი (რუსთავი, 11.52.41); 400 მ. 1. მარია სკრიპკა (უკრაინა, 5.11.18), 2. ნადეჟდა ჩირკოვა (ტონუსი, 5.17.05), 3. თამარ მეგრელიძე (რუსთავი, 5.19.91); 1500 მ. 1. თამარ მეგრელიძე (21.11.15), 2. თაკო გვიმრაძე (ჭიათურა, 22.16.25), 3. მარიამ ზაქარაშვილი (რუსთავი, 22.54.27).
გულაღმა ცურვა. 50 მ. 1. სალომე ნიკოლაიშვილი (გლდანი, 32.48), 2. მარიამ იმნაძე (ტონუსი, 32.84), 3,ფატიმა ალკარამოვა (ალმაზი, 33.45); 100 მ. 1. მარიამ იმნაძე (1.13.13), 2. ელენა დიაჩენკო (უკრაინა, 1.14.66), 3. ლიზა კვეკვეცია (დიღომი, 1.14.87); 200 მ. 1. სალომე ნიკოლაიშვილი (გლდანი, 2.36.15),
2. ლიზა კვეკვეცია (2.42.13), 3. ნინო თათრიშვილი (ბლექ სი, 2.49.33);
ბატერფლაი. 50 მ. 1. სალომე ნიკოლაიშვილი (31.88), 2. ნინო ხუტუნიშვილი (ჭიათურა, 32.61), 3. მარიამ რუხაძე (ტონუსი, 32.84); 100 მ. 1. ნინო ხუტუნიშვილი (1.11.12), 2. თამარ მეგრელიძე (რუსთავი, 1.13.07), 3. თეკლა ბერიძე (საჩხერე, 1.17.23); 200 მ. 1. ნინო ხუტუნიშვილი (2.37.01), 2. თამარ მეგრელიძე (2.41.50), 3. მარიამ რუხაძე (ტონუსი, 2.43.44);
ბრასი. 50 მ. 1. რუსუდან გოგინაშვილი (რუსთავი, 36.26), 2. მარიამ კალანდაძე (ტონუსი, 37.03), 3. ნინო კოტრიკაძე (დიღომი, 38.84); 100 მ. 1. რუსუდან გოგინაშვილი (1.19.65), 2. მარიამ კალანდაძე (1.22.10), 3. ალექსანდრა კოჩუბეი (უკრაინა, 1.25.38); 200 მ. 1. ნინო კოტრიკაძე (დიღომი, 3.07.51), 2. ალექსანდრა კოჩუბეი (3.08.30), 3. ელისო გუდაძე (საჩხერე, 3.13.93);
კომპლექსური ცურვა. 200 მ. 1. ფატიმა ალკარამოვა (ალმაზი, 2.31.03), 2. თამარ მეგრელიძე (რუსთავი, 2.45.46), 3. თაკო გვიმრაძე (ჭიათურა, 2.50.28); 400 მ. 1. ნინო ხუტუნიშვილი (ჭიათურა, 5.54.28), 2. თაკო გვიმრაძე (6.01.74), 3. თეკლა ბერიძე (საჩხერე, 6.02.72);
ვაჟები
თავისუფალი ყაიდა. 50 მ. 1. დავით აბესაძე (რუსთავი, 23.81), 2. ივან გრიგორიევი (ალმაზი, 23.96), 3. აკაკი ვაშაკიძე (რუსთავი, 24.38); 100 მ. 1. ივან გრიგორიევი (51.50), 2. თემურ კობახიძე (დიღომი, 52.68), 3. დავით აბესაძე (53.14); 200 მ. 1. ივან გრიგორიევი (1.53.27), 2. ზაურ არქანია (ალმაზი, 1.59.24), 3. ნიკა ბერიანიძე (ტონუსი, 2.06.10); 400 მ. 1. ლუკა კუხალაშვილი (ტონუსი, 4.19.10), 2. ნიკა ბერიანიძე (4.30.00), 3. ირაკლი კვარაცხელია (თბილისი, 4.44.05); 800 მ. 1. ირაკლი კვარაცხელია (9.49.33), 2. დუდა ელბაქიძე (გლდანი, 10.52.37), 3. გიორგი ცხადაძე (ჭიათურა, 10.55.47); 1500 მ. 1. ნიკოლოზ გოგია (რუსთავი, 21.12.64), 2. გიორგი ცხადაძე (21.15.21); 3. გიორგი ალხაზიშვილი (ტონუსი, 22.35.59).
გულაღმა ცურვა. 50 მ. 1. აკაკი ვაშაკიძე (რუსთავი, 28.50), 2. დავით აბესაძე (რუსთავი, 29.31), 3. ზურა ხაბაზი (კინოს აკადემია, 29.89); 100 მ. 1. დავით აბესაძე (1.05.02), 2. ნოე ფანცხავა (გლდანი, 1.07.00), ლევან მეყანწიშვილი (გლდანი, 1.11.34); 200 მ. 1. აკაკი ვაშაკიძე (2.17.55), 2. დავით აბესაძე (2.21.09), 3. ნოე ფანცხავა (2.29.17);
ბატერფლაი. 50 მ. თემურ კობახიძე (დიღომი, 25.21), 2. ალექსანდრე ლომიძე (ვაკე, 25.77), 3. გიორგი ჯავახია (გლდანი, 27.37); 100 მ. 1. აკაკი ვაშაკიძე (რუსთავი, 59.54), 2. ელმან ნაბიევი (ალმაზი), 3. ნიკა ჭიჭიაშვილი (ბლექ სი, 1.04.04); 200 მ. 1. მამუკა შენგელია (ტონუსი, 2.30.03), 2. გიორგი ფანჯაკიძე (ოლიმპიკი, 3.00.29);
ბრასი. 50 მ. 1. ლუკა ერაძე (ტონუსი, 30.53), 2. ზურა ხაბაზი (კინოს აკადემია, 31.17), 3. ირაკლი ჭურჭელაური (ბლექ სი, 32.75); 100 მ. 1. ლუკა ერაძე (1.07.53), 2. გიგა სულხანიშვილი (ტონუსი, 1.09.04), 3. ირაკლი ჭურჭელაური (1.13.62); 200 მ. 1. ლუკა ერაძე (2.31.19), 2. ზურა კორკიტი (ტონუსი, 2.44.05), 3. სანდრო ერაძე (ტონუსი, 2.47.45);
კომპლექსური ცურვა. 200 მ. 1. ივან გრიგორიევი (ალმაზი, 2.10.38), 2. აკაკი ვაშაკიძე (რუსთავი, 2.18.76), 3. მამუკა შენგელია (ტონუსი, 2.28.11); 400 მ. 1. დიმა ლისიაკოვი (დიღომი, 5.45.06), 2. ლუკა ცინაძე (საჩხერე, 5.50.33), 3. გიორგი ცხადაძე (ჭიათურა, 5.58.88);
წყარო: lelo.ge