დღეს, 20:00 საათზე, “დინამო არენაზე” საქართველოს ნაკრები ბელარუსის ეროვნულ გუნდს ერთა ლიგის “D” დივიზიონის ნახევარფინალურ მატჩში დაუპირისპირდება.
ჩვენ საქართველოს ეროვნული გუნდის სავარაუდო ძირითად შემადგენლობას გთავაზობთ:
ლორია, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, დვალი, კანკავა, კვეკვესკირი, კიტეიშვილი, კვარაცხელია, ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი.
საქართველოს ნაკრების ორ პრობლემურ პოზიციას (მარცხენა მცველისა და ცენტრფორვარდის), დიდი ალბათობით, ცენტრალური მცველი ლაშა დვალი და გარემარბი ვაკო ყაზაიშვილი ჩაიბარებენ.
წყარო: sportall.ge