საქართველო-ბელარუსზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო

393

საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებთა სამარტო მატჩისთვის გულშემატკივრებს ბილეთების შეძენა უკვე შეუძლიათ. ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდის ცნობით, ბილეთები ჯერ მხოლოდ “ონლაინ” რეჟიმში გაიყიდება.

ერთა ლიგის D დივიზიონის ნახევარფინალისტები, საქართველოს და ბელარუსის ეროვნული გუნდები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საგზურისთვის ერთმანეთს 26 მარტს თბილისში, “დინამო არენაზე” დაუპირისპირდებიან, გამარჯვებული კი 31 მარტს საკუთარ მეოდანზე ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს შორის საუკეთესოს შეხვდება.

“ბილეთების ფიზიკური რეალიზაცია “დინამო არენს” სალაროებში 22 თებერვლიდან დაიწყება. 23 თებერვალს, საქართველოს სუპერთასის მატჩის დღე, მხოლოდ ერთი დღით, ბილეთების შეძენა, პარალელურად, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებშიც იქნება შესაძლებელი. გულშემატკივარს შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების შეძენა ინტერნეტის საშუალებით, TKT.ge-ზე შეეძლება. ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია. ერთ მომხმარებელს შეეძლება, იყიდოს არაუმეტეს 4 ბილეთისა.

შეზღუდვა ვრცელდება ბილეთის როგორც ონლაინ, ისე სალაროებში ყიდვის შემთხვევაში. ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო შეხვედრის ყველა ბილეთზე მითითებულია კონკრეტული შესასვლელი. გთხოვთ, სტადიონზე მოსახვედრად გამოიყენოთ ბილეთზე მითითებული სტადიონის კარი”, – ვკითხულობთ სფფ-ის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებთა მატჩი 2020 წლის 26 მარტს თბილისში, “დინამო არენაზე”, 21:00 საათზე დაიწყება.

წყაწრო: lelo.ge

SHARE