საქართველო-სამხრეთ კორეის ამხანაგურ მატჩს „პირველი არხი“ აჩვენებს

411

5 სექტემბერს საქართველო სამხრეთ კორეის ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში თურქეთის ქალაქ სტამბოლში დაუპირისპირდება.

შეხვედრა თბილისის დროით 17:30-ზე გაიმართება და მის პირდაპირ ტრანსლაციას “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირველი არხი წარმოადგენს.

საქართველოს ნაკრები სტამბოლში 25 ფეხბურთელით ემზადება. შეგახსენებთ, 8 სექტემბერს, “დინამო არენაზე”, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები დანიას დაუპირისპირდება.

წყარო: sportall.ge

SHARE