საჩხერის “ჩიხურა” ლუქსემბურგში ჩაფრინდა

512

საჩხერის “ჩიხურა” ევროპა ლიგის მატჩის გასამართად ლუქსემბურგში ჩაფრინდა. გუნდი ლუქსემბურგ სიტიში მდებარე “ჰილტონის” სასტუმროში დაბინავდა.

“ლუქსემბურგში ჩამოვედით და სასტუმრო “ჰილტონში” დავბინავდით. კარგი გარემოა, ახლა დავისვენებთ და საღამოს 7 საათზე გავმართავთ ვარჯიშს. იმედი გვაქვს , ხვალინდელ თამაშს იდეალურად მომზადებულები შევხვდებით”, – განაცხადა საჩხერელთა ნახევარმცველმა დემურ ჩიხლაძემ.

საღამოს “ჩიხურა” ქალაქ ლუქსემბურგ სიტიდან ეშ ფოლ ალზეტში გაემგზავრება და პირველ ვარჯიშსაც გამართავს. გუნდში მყოფი ყველა ფეხბურთელი მწყობრშია და “ჩიხურა” საღამოს ვარჯიშს სრული შემადგენლობით გამართავს.

ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი “ფოლა ეშსა” და

“ჩიხურას” შორის ხვალ, 11 ივლისს გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.
წყარო: sportall.ge
SHARE