2019 წლის 13 აპრილის შემდეგ, გიორგი ჩაკვეტაძემ პირველი გოლი გაიტანა. “გენტმა” ამხანაგურ შეხვედრაში 1:1 ითამაშა ჰოლანდიურ “ვილემთან”. საქართველოს ნაკრების შემტევმა გოლი მე-12 წუთზე გაიტანა – საჯარიმოს სიახლოვეს მიიღო ბურთი, ერთი მოძრაობით “მოტეხა” მცველი და ანგარიში გახსნა.
ჩაკვეტაძეც და გიორგი ქვილითაიაც ძირითადში იყვნენ. “გენტის” ახალ მწვრთნელ ლასლო ბოლონის ფეხბურთელების გაცნობა სურს და ეს სპარინგიც ამიტომ გაიმართა. იმედია, ქართველები გამოცდილ რუმინელ სპეციალისტს თავიანთ მაღალ კვალიფიკაციაში დაეჭვების საფუძველს არ მისცემენ.
აქვე გავიხსენოთ გიორგი ჩაკვეტაძის მომენტები ყაზახეთთან მატჩის დროს.
წყარო: lelo.ge