მძიმე წონის ყოფილი აბსოლუტური ჩემპიონი მაიკ ტაისონი ტელეარხ Discovery-ს გადაცემა “ზვიგენების კვირაში” მიიღებს მონაწილეობას.
პროექტის ფარგლებში, მსოფლიოს ექსჩემპიონი ბრძოლას თეთრ ზვიგენთან გამართავს. შეხვედრის ნახვა 9 აგვისტოს იქნება შესაძლებელი, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა ფორმატში ჩაივლის ორთაბრძოლა.
მაიკმა კარიერა 2005 წელს დაასრულა, თუმცა 2020 წელს დაბრუნება დააანონსა.
წყარო: sportall.ge