სფფ-ში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა

450

21 აგვისტოს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა ბოლო პერიოდში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობა შეაჯამეს და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს.

ამასთან ერთად, კომიტეტის წევრებმა დღის წესრიგით გაწერილი საკითხები განიხილეს. ცვლილება შევიდა ლიცენზირების დებულების ერთ-ერთ ჩანაწერში, რომელიც მწვრთნელთა ლიცენზირების საკითხს შეეხება და ის მომავალი სალიცენზიო პერიოდისთვის განახლებული რედაქციით იქნება წარმოდგენილი. ასევე, კლუბების განკერძოების ტენდეციიდან გამომდინარე, აღმასკომმა დაამტკიცა კრიტერიუმები, რომელიც განკერძოების მსურველმა კლუბებმა იურიდიული პირის ცვლილების დროს აუცილებლად უნდა დააკმაყოფილონ.

ზემოაღნიშნულ საკითხებთან ერთად სფფ-ის აღმასრულებელმა კომიტეტმა მუდმივმოქმედი სამსაჯო კომიტეტის დამტკიცების შესახებ იმსჯელა და კომიტეტი თენგიზ სულაქველიძის თავმჯდომარეობით დაამტკიცა.

gff.ge

წყარო: worldsport.ge

SHARE