მძიმე წონის ყოფილი აბსოლუტური ჩემპიონი 54 წლის მაიკ ტასიონი, სავარაუდოდ, კრივის ერთ-ერთ ლეგენდას 51 წლის როი ჯონსს დაუპირისპირდება. ინფორმაციას ტას-ი ანონიმური წყაროს მეშვეობით ავრცელებს. ბრძოლა 2020 წელს აშშ-ი გაიმართება, წონითი კატეგორია ჯერ-ჯერობით უცნობია.
2003 წელს როი ჯონსიც გახდა მძიმე წონის ჩემპიონი, როცა ჯონი რუისი 12 რაუნდიან ბრძოლაში გაანადგურა. მაშინ მხარეებმა მოლაპარაკებები დაიწყეს, თუმცა წარმატებით ვერ დაასრულეს. 17 წლის შემდეგ კი შანსი აქვთ დაწყებული საქმე დაასრულონ.
“არ ვაპირებდი რინგზე დაბრუნებას, მაგრამ მაიკის გამო ამას ვიზამ. ეს სიგიჟე იქნება. ჩემთვის ეს ის შესაძლებლობაა, რომელსაც ვერ ვუარყოფ. რამდენი მსურველია მასთან ბროლის, მაგრამ მაიკმა მე ამარჩია. რადგან ის ასე მოიქცა, მე უარს ვერ ვიტყვი.” – ციტირებს ჯონსს სპორტ-ექსპრესი.
წყარო: sportall.ge