ტაისონმა კინაღამ გორილასთან იჩხუბა

410

ლეგენდარულმა ამერიკელმა მოკრივემ, სუპერმძიმეწონოსანმა მაიკ ტაისონმა ჟურნალისტებს მოუყვა იმის შესახებ, როგორ სცადა გასული საუკუნის 80-იან წლებში გორილასთან შერკინება. მოკრივე ნიუ იორკის ზოოპარკში სეირნობდა და დაინახა გორილა, რომელიც დასცინოდა და ჩაგრავდა სხვა გორილებს.

„როცა გორილების გალიასთან მივედით, იქ იყო ერთი ვერცხლისფერი მაიმუნი, რომელიც, უბრალოდ, ყველა სხვა გორილას აშინებდა. არადა, ისინიც ძლიერები იყვნენ, მაგრამ უცოდველი ბავშვის თვალები ჰქონდათ.

10 ათასი დოლარი შევთავაზე ჩემს თანმხლებს იმის სანაცვლოდ, რომ გალიის კარი გაეღო და შიგნით შევეშვი, რათა ამ თავხედი გორილასთვის ჭკუა მესწავლებინა. მაგრამ უარი მითხრეს“, – თქვა ტაისონმა.

მაიკ ტაისონი დღემდე ინარჩუნებს რეკორდს, როგორც სუპერმძიმე წონაში ტიტულის ყველაზე ახალგაზრდა მფლობელი. 1986 წელს, ამერიკელმა 20 წლის, ოთხი თვისა და 22 დღის ასაკში მოიპოვა საჩემპიონო ქამარი.

წყარო: lelo.ge

SHARE