ტერ შტეგენი გერმანიის ნაკრებზე: „ამ სიტუაციამ შეიძლება გამაგიჟოს“

387

კატალონიის „ბარსელონას“ მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეულია, მაგრამ გერმანიის ნაკრებში დღემდე სათადარიგო კიპერის როლშია.

27 წლის კიპერს ისეთი ძლიერი კონკურენტი ჰყავს, როგორიც მანუელ ნოიერია, რომელიც ყველაფერთან ერთად გერმანიის ნაკრების კაპიტანია. ტერ შტეგენმა T-Online-სთან ისაუბრა და თქვა, რომ ეს ყველაფერს აკეთებს, მაგრამ არაა იმ ადგილზე, სადაც უნდა იყოს.

„რა თქმა უნდა, ამ სიტუაციამ შეიძლება გამაგიჟოს. მე ყველაფერს ვაკეთებ და არ ვარ იქ, სადაც უნდა ვიყო. დავსახე ჩემი პრიორიტეტები და ჩემი მთავარი მიზანია პირველი მეკარე გავხდე.

ეს ადვილი არაა, მაგრამ მოთმინება ფეხბურთელის საქმის ნაწილია. მსურს, სარკეში ჩავიხედო და ვთქვა, რომ ყველაფერი გავაკეთე უსამართლობის გარეშე.

ამაზე გავლენას ბუნდესლიგის მიღმა თამაში ხომ არ ახდენს? ჩემთვის პატივია მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს გუნდში თამაში. უფრო მეტიც, საზღვარგარეთის გამოცდილებამ ბევრი რამ მომცა და გამზარდა. ამ გადაწყვეტილებას საერთოდ არ ვნანობ“, – თქვა ტერ შტეგენმა.

შეგახსნებთ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი გერმანიის ნაკრებში 2012 წლიდან თამაშობს და დღემდე „ბუნდესნაკრების“ ღირსება 22 მატჩში დაიცვა.

წყარო: sportall.ge

SHARE