ტორპედო საბურთალოს… ბავშვებით დაუპირისპირდება

301

ქუთაისის “ტორპედო” წყალტუბოში “საბურთალოს” კიდევ ერთხელ უმასპინძლებს განახლებული შემადგენლობით. საქმე ისაა, რომ 19 ოქტომბერს ეროვნული ლიგის XXI ტურის ამ შეხვედრის გამართვა სათუო იყო და კლუბს სხვა გამოსავალი აღარ რჩებოდა.

ფეხბურთელები სახელფასო დავალიანების გასტუმრებამდე ვარჯიშსა და თამაშზე უარს აცხადებენ. აქედან გამომდინარე კლუბის მოქმედი ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო სტაფი იძულებულია, მომავალ შეხვედრაში (შესაძლოა, სხვა შეხვედრებშიც) ასაკობრივი გუნდების მოთამაშეებს დაეყრდნოს, – ინფორმაციას “ტორპედოს” ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

გამომდინარე იქიდანრომ მთავარ გუნდს ვარჯიში არ განუახლებიასამწვრთნელო შტაბი იძულებულია მოახლოებულ მატჩში მოედანზე ასაკობრივი გუნდის ფეხბურთელები გამოიყვანოსრეგლამენტის თანახმადკლუბს მატჩის განაცხადში მეორე გუნდიდან მხოლოდ 5 ფეხბურთელის შეყვანა შეუძლიაშესაბამისად, “საბურთალოსთან” მატჩისთვის 17 და 19-წლამდელთა ასაკობრივი გუნდის ფეხბურთელებიც ემზადებიან“, –  წერია კლუბის განცხადებაში.

თამაშზე არგასვლის შემთხვევაში გუნდს მძიმე სანქციები ელის. “ტორპედოს” თავკაცების ეს განცხადება იმაზე მეტყველებს, რომ კლუბს ეროვნული ლიგის დარჩენილ მატჩებში სატურნირო მოტივაცია აღარ გააჩნია. უამბიციო “ტორპედო” ხომ ძალიან ძნელი წარმოსადგენია.

“ტორპედოს” მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა კომენტარი გააკეთა კლუბის ოფიციალური ფეისბუქგვერდისთვის:

“ტორპედოთი” არიან დაინტერესებულები როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინვესტორები. დღეს ქალაქის მერიაში დაგეგმილია შეხვედრა ერთ-ერთ ინვესტორთან და იმედი გვაქვს, ყველაფერი მალე მოგვარდება…

…თამაშებზე აუცილებლად გავალთ. კი, გვაქვს პრობლემა, მაგრამ “ტორპედო” ჩემპიონატის ჩაშლას ხელს არ “შეუწყობს”. გავალთ და ვითამაშებთ. მე, როგორც რიგითი ქუთაისელი, ბოლომდე აქ ვიქნები!..

…არანაირი ბოიკოტი! უბრალოდ, ფიზიკურად ვეღარ ვარჯიშობენ ფეხბურთელები. ბაზაზე ცხოვრობენ და კვების პრობლემა შეიქმნა. აღარაა თანხა, შესაბამისად, გუნდი ვერ ივარჯიშებს. ფეხბურთელებისთვის მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის…

…გულშემატკივარმა უნდა იცოდეს, რომ იმ დღიდან, როცა ფინანსური პრობლემა შეგვექმნა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გვერდით გვიდგას და გვეხმარება ფინანსურად. გარდა იმისა, რომ ფედერაცია მგზავრობის, სასტუმროსა და სხვა ხარჯებს გვიფარავს, ერთი თვის წინ ერთი თვის ხელფასიც გამოგვიყო”.

წყარო: lelo.ge

SHARE