სამხრეთ კორეის ნაკრების კაპიტანმა და ლონდონის “ტოტენჰემის” შემტევმა სონ ჰენ მინმა საქართველოსთან ფრედ (2:2) დამთავრებული მატჩის შემდეგ ადგილობრივ ტელევიზიასთან კომენტარი გააკეთა.
“ჩვენ ერთი რამ უნდა გავაანალიზოთ, კორეის ნაკრები მსოფლიო ფეხბბურთის დონესთან შედარებით დაბალ საფეხურზეა. არადა, კორეაში ვერ ნახავთ ადამიანს, რომელიც ფიქრობს, რომ რომელიმე გუნდზე სუსტები ვართ.
არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ ევროპაში ვთამაშობთ თუ აზიაში, უნდა გავიგოთ, რომ კორეა ძლიერი გუნდი არაა და ამის აღმოსაფხვრელად კორეელმა ფეხბურთელებმა ძალიან ბევრი უნდა იშრომონ. მიმაჩნია, საქართველოსთან გამართული მატჩი ისეთი თამაში იყო, რომელსაც უფრო სერიოზულად მომზადება სჭირდება.
ჩემი აზრით, პრობლემა არა ტაქტიკაში, არამედ ფეხბურთელების მენტალობაში იყო. მე, როგორც ნაკრების კაპიტანი, უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ. იმედი მაქვს, გუნდის ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელები მომავალში უფრო შეთამაშდებიან. ასე თამაშით კი, მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა გაგვიჭირდება.
რამდენიმე მოთამაშეს დებიუტი ჰქონდა. ვიცი, მეც მქონდა ნაკრებში თამაშის ოცნება ბავშვობაში და ყველა საკუთარი შრომით მოიპოვებს ხოლმე ადგილს საკუთარი ქვეყნის ნაკრებში. თუმცა ეროვნულ გუნდში დებიუტი ყველაფერი არაა, ეს არაა საკმარისი ბედნიერებისთვის. ამას პასუხისმგებლობით უნდა მივუდგეთ და მე მინდა, ეს განწყობა ყველა ფეხბურთელს ჰქონდეს”, – აღნიშნა სონმა მატჩის შემდეგ.
სამხრეთ კორეის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს ჩაატარებს თურქმენეთის წინააღმდეგ. ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში დანიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს.
წყარო: sportall.ge