როგორც მოგეხსენებათ 7 ივლისს ნაგოიაში მორიგი ბაშო აიღებს სტარტს. ბაშომდე რამდენიმე დღით ადრე ჩვენმა ოძეკმა, ტოჩინოშინმა ვარჯიშზე მხრის ტრავმა მიიღო. დღეს Live.ge ტოჩის ტრავმის შესახებ ესაუბრა: ” მხარზე კუნთი გამიწყდა, საგანგაშო ჯერჯერობით არაფერია ვნახოთ, ბაშოზე ალბათ გამოვალ. ორი დღით ადრე გადავწყვეტ საბოლოოდ, ძალიან თუ არ მეტკინა ვიასპარეზებ, წინააღმდეგ შემთხვევაში დავისვენებ.”
წყარო: live.ge