(ვიდეო) ტოჩინოშინმა აბი გადააგდო, მაგრამ მსაჯებმა…

584

მაკუუჩი დივიზიონში მეოთხე დღეს ჩვენს ოძეკი ტოჩინოშინს (ლევან გორგაძე) მეტოქედ აბი ჰყავდა, რომელსაც ამ ბაშოზე 2 მოგება და 1 წაგება ჰქონდა. ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა ქარტველის მხარეს იყო: ხუთი დაპირისპირებიდან სამჯერ გამარჯვებული ლევანი დარჩა, მხოლოდ ერთხელ მოიგო აბიმ და ერთხელაც გამარჯვება იმის გამო ჩაეთვალა, რომ 2019 წლის ივლისის ბაშოზე, ტრავმის გამო, ტოჩიმ ასპარეზობას ვადაზე ადრე შეწყვიტა.

ლევანმა ბრძოლა კარგად გაიწყო, აბი დოჰიოდან გადააგდო კიდეც, მაგრამ მსაჯებმა გამარჯვება არ მისცეს, სამსჯელოდ შეიკრიბნენ. მცირე თათბირის შემდეგ გამარჯვება აბის მიანიჭეს. მიზეზი გამეორებაზე გამოჩნდა – ლავანმა მეტოქეს ხელი თმაში მოჰკიდა და დაქაჩა, რაც სუმოს წესებით დაუშვებელია. არა აქვს მნიშვნელობა, ეს განზრახ გაკეთდა თუ არა…

ასე და ამგვარად, ტოჩინოშინის ბალანსი ოთხი დღის შემდეგ ასეთია – 1:3.

წყარო: lelo.ge

SHARE