ტრაგედიის შემდეგ ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაბრუნდა

310

ესპანეთის ნაკრებს კვლავ ლუის ენრიკე უხელმძღვანელებს. ის დროებით ჩამოშორდა “ფურია როხას” რამდენიმე თვის წინ, როცა 9 წლის შვილი მძიმე ავადმყოფობის გამო გარდაეცვალა…

…მაგრამ სამყარო ასეა მოწყობილი – ცხოვრება გრძელდება და ლუის ენრიკემაც გადაიტანა ეს ტრაგედიას. მის მოვალეობებს მისივე ასისტენტი რობერტ მორენო ასრულებდა, რომელმაც ესპანეთს ევროპის ჩემპიონატის საგზური მოაპოვებინა.

რამდენიმე დღის წინ მან განაცხადა, რომ მზად იყო, პოსტი კვლავ ლუის ენრიკესთვის გადაებარებინა. დღეს ეს ყველაფერი ოფიციალურად გაფორმდა ლუის ენრიკესა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლუის რუბიალესის შეხვედრის შემდეგ.

წყარო: lelo.ge

SHARE