ქუთაისის „ტორპედოს“ ოფიციალურ facebook გვერდზე, საინტერესო ინფორმაცია გამოჩნდა, რომლის მიხედვით, კლუბს ახალი სპონსორი ჰყავს და საკმაოდ მრავალფეროვანი დახასიათება იყო წარმოდგენილი.
„ტორპედოს“ ახალი გენერალური სპონსორი საერთაშორისო კომპანია ედენარო იქნება, რომელიც ედენარო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ონლაინ გაყიდვების მაღაზიაა, სადაც ნებისმიერი ნივთის ნებისმიერი რაოდენობით შეძენაა შესაძლებელი, მათ შორის კრიპტოვალუტითაც, რითაც გამოირჩევა თავისი კონკურენტებისგან. კომპანია წარმატებულად მუშაობს როგორც ევროპაში, ისე აშშ-ში.” – ვკითხულობთ კლუბის განცხადებაში.
ონლაინ გაყიდვების ქართველი მოყვარულებისთვის ეს საიტი უცნობია, თუმცა საწყის ეტაპზე ვივარაუდეთ, რომ ეს საიტი მხოლოდ საქართველოში არ ვიცოდით.
პირველ რიგში საიტი საძიებო სისტემებში გადავამოწმეთ და ვერაფერი ვიპოვეთ. შემდეგ კლუბმა კომენტარის სახით საიტიც წარმოადგინა edenaro.com/en/ თუმცა საიტზე გადასვლის შემდეგ, ერთ-ერთ ყველაზე დიდი ონლაინ გაყიდვების მაღაზიის ნაცვლად, სრულიად ახალ აწყობილ საიტზე მოხვედებით. სადაც მარაგში პროდუქციის უმრავლესობა მხოლოდ ერთი ცალი აქვთ, ამასთანავე, “საიტის შესახებ” ინფორმაციაში გაურკვეველი ტექსტი წერია. არ მუშაობს, სხვადასხვა ბმულები და ფასდაკლებების მითითებები. თითქმის არცერთ პროდუქციას არ აქვს შეფასება და მომხმარებელთა გამოხმაურება.
ამავდროულად, საიტზე მითითებული არცერთი სოციალური ქსელი არ მუშაობს. ვებ-გვერდის იტალიურ ვერსიაში, ელექტრონული ფოსტა წარმოადგენს საიტების დეველოპერის კომპანიის მისამართს – demo@posthemes.com. კომპანიის მისამართი – The Barn, Henley in Arden B578 კი საიტების ასაწყობი ვებგვერდის თითქმის ყველა დიზაინს თან ახლავს. ტელეფონის ნომერი ციფრების რიგითობით წერია და სულაც არ წარმოადგენს ამ კომპანიის ნომერს – (+800) 123 456 789.
რაც შეეხება საიტის ინგლისურ ვერსიას, კომპანია კვიპროსულ ორგანიზაციას წარმოადგენს – BAREA INTERNATIONAL LTD, რომლის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება და ერთადერი იმის გარკვევა შეიძლება, რომ 2018 წელს დააარსდა. მას “დედალოს ენტერპრაისი” და “ნილს ჯორგენ ლინდესკოვი” მართავს. რაც შეეხება “დედალოს ენტერპრაისის” საქმიანობას, ეს კომპანია ბიზნესებს ფინანსურ და სხვადასხვა პრობლემების მოგვარებაში ეხმარება.
მოკლედ “ტორპედოს” სპონსორი, რომელიც მომავალ სეზონში კლუბის მაისურს დაამშვენებს – გაურკვეველი კომპანიაა. იმედია, კლუბი უფრო ზუსტ ინფორმაციას წარმოადგენს, რადგან მათი დახასიათება საიტისას არ ემთხვევა.
წყარო: sportall.ge