მონაკოში უეფას ჩემპიონთა ლიგის 2019-20 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრის გარდა, 2018-19 წლების სეზონი შეჯამდა.
ცერემონია დაიწყო უეფას პრეზიდენტი ჯილდოს გადაცემით. წინასწარ იყო ცნობილი, რომ ამ პრიზს ფრანგული ფეხბურთის ლეგენდა ერიკ კანტონა მიიღებდა. მან ეს აღიარება უდიდესი მიღწევებისთვის, უმაღლესი პროფესიონალიზმისა და სანიმუშო პირაჟი თვისებების გამო მიიღო.
ტრადიციულად, გამოავლინეს საუკეთესოები ამპლუების მიხედვით:
საუკეთესო მეკარე – ალისონი (ლივერპული)
საუკეთესო მცველი – ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული)
საუკეთესო ნახევარმცველი – ფრენკი დე იონგი (აიაქსი)
საუკეთესო ფორვარდი – ლიონელ მესი (აიაქსი).
ცერემონიის კულმინაცია გახდა ქალებსა და კაცებში 2018-19 წლების საუკეთესო ფეხბურთელის დასახელება.
საუკეთესო ქალი ფეხბურთელი გახდა “ლიონის” ფორვარდი ლუსი ბრონზი, კაცებში გამოარჩიეს “ლივერპულის” მცველი ვირჯილ ვან დეიკი, რომელმაც დაამარცხა ორი ლეგენდა – კრიშტიანორონალდო და ლიონელ მესი.
წყარო: lelo.ge