უეფამ თავისი წევრი ყველა ქვეყნის ფედერაციები და კლუბების წარმომადგენლები ვიდეოკონფერენაციაზე მოიწვია. როგორც ევროპული ფეხბურთის მმართველი უწყება იტყობინება, 17 მარტს, იმსჯელებენ კორონავირუსის გამო ევროპაში ფეხბურთის შეჩერების შესახებ.
საინტერესოა, რომ განიხილება ევრო 2020-ის საკითხიც, რომლის ბედი ჯერაც გაურკვეველია.
„ევროპაში COVID-19-ის გავრცელების, მიმდინარე მოვლენებისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ცვალებადი ანალიზის გათვალისწინებით, უეფამ დღეს მოიწვია მისი წევრი 55 ქვეყნის ფედერაციის წარმომადგენლები, ევროპის საკლუბი ასოციაციისა და ევროპა ლიგის კლუბების წარმომადგენლები. სამშაბათს, 17 მარტს, ვიდეოკონფერენციის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა და განიხილება ფეხბურთის რეაგირება დაავადებათა გავრცელების შესახებ. დისკუსია მოიცავს ყველა შიდა და ევროპულ შეჯიბრს, მათ შორის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატს“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
წყარო: worldsport.ge