უიმბლდონის VII დღე

596
გუშინ, 8 ივლისს უიმბლდონის მერვედფინალები გაიმართა. 8 ივლისი სენსაციების დღე იყო ქალთა გათამაშებაში, რადგან ტოპ-8-ის 3-მა ჩოგბურთელმა, მათ შორის მსოფლიოს პირველმა და მესამე ჩოგნებმა. ხოლო კაცების გათამაშებაში ყველა შეხვედრა ლოგიკურად წარიმართა, თუ არ ჩავთვლით რაონიჩის მარცხს პელასთან.
სათამაშო დღე ბელგიელი დავიდ გოფინისა(23) და ესპანელი ფერნანდო ვერდასკოს(37) შეხვედრით დაიწყო. ამ მატჩამდე ჩოგბურთელებს ერთმანეთის წინააღმდეგ 6 თამაში ჰქონდათ გამართული და ანგარიში თანაბარი იყო. შეხვედრაც თანაბარი გამოდგა, თუმცა ბელგიელს უფრო გაუმართლა და ვერდასკო 4 სეტში დაამარცხა- 7:6, 2:6, 6:3, 6:4.

მეოთხედფინალში გოფინი მსოფლიოს

პირველ ჩოგან ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდება. ნოლემ ფრანგი უგო ჰუმბერტი(55), სამე სეტში ზედმეტი პრობლემების გარეშე დაამარცხა- 6:3, 6:2, 6:3. თან აღსანიშნავია ის, რომ ფრანგს შეხვედრაში 1 ბრეიკ პოინტიც არ ჰქონია. კიდევ ერთი, უკანასკნელი 3 დაპირისპირებიდან დავიდ გოფინმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ორჯერ დაამარცხა. წესით, საკმაოდ კარგი შეხვედრა უნდა ვიხილოთ.

პრობლემების გარეშე მოიგო მსოფლიოს მეორე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა. მისი მოწინააღმდეგე პორტუგალიელი ჟოაუ სოუზა(69) გახლდათ. რაფამ მეტოქე სამ სეტში ერთნაირი ანგარიშით დაამარცხა: 6:2, 6:2, 6:2. ნადალი მეოთხედფინალში ამერიკელ სემ ქუერის შეხვდება.
ქუერიმ(65) 1/8 ფინალში თანამემამულე ტენის სენდგრინი(94) დაამარცხა, რომელიც აღნიშნულ სტადიაზე ყველაზე დაბალრეიტინგიანი მოთამაშე იყო. თამაშამდე სენდგრენმა განაცხადა, რომ მისი ბინის ჯავშანს ვადა გაუვიდა და სასტუმროში მოუწია გადსვლა. დიახ, არც თავად ელოდა, რომ უიმბლდონის მე-8 ფინალში ითამაშებდა. თუმცა, მას ¼ ფინალშიც შეეძლო ეთამაშა. ქუერისთან გამართულ შეხვედრაში მართალია, სენდგრინი 4 სეტში დაამარცხდა, თუმცა 4 სეტიდან 3 ტაიბრეიკამდე მივიდა- 4:6, 7:6, 6:7, 6:7. რაც შეეხება ქუერის, მას რაფასთან 5 შეხვედრა აქვს გამართული და უკანასკნელ მატჩში დაამარცხა კიდეც. ეს 2017 წელს აკაპულკოს ტურნირზე მოხდა.
მეოთხედფინალში გასვლა მოახერხა ესპანელმა რობერტო ბაუტისტა აგუტმა(22). მისი მეტოქე ფრანგი ბენუა პაირი(32) გახლდათ. ბაუტისტა აგუტმა მოწინააღმდეგე საკმაოდ იოლად, სამ მეტში დაამარცხა- 6:3, 7:5, 6:2. ესპანელს უიმბლდონის ნახევარფინალში გასვლის კარგი შანსი აქვს, რადგან ¼ ფინალში გუიდო პელას(26) სახით დაუმარცხებელი მეტოქე არ ჰყავს.
თავად არგენტინელმა პელამ 1/8 ფინალური სტადიის ერთაერთი მოულოდნელობა შემოგვთავაზა და მსოფლიოს მე-17 ჩოგანი კანადელი მილოშ რაონიჩი დაამარცხა, თან სეტებში 0:2-ს აგებდა და “ქამბექი” შემოგვთავაზა- 3:6, 4:6, 6:3, 7:6, 8:6. პელა და ბაუტისტა აგუტი აქამდე ორჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და ორივეჯერ ესპანელმა გაიმარჯვა.
მოიგო მსოფლიოს მე-7 ჩოგანმა კეი ნიშიკორიმ. იაპონელმა ყაზახი მიხაილ კუკუშკინი(68) 4 სეტში დაამარცხა- 6:3, 3:6, 6:3, 6:4. კეის, რომლის საუკეთესო შედეგიც უიმბლდონზე მეოთხედფინალში თამაშია, გაუჭირდება მიღწევის გაუმჯობესება, რადგან შემდეგ ეტაპზე მისი მეტოქე როჯერ ფედერერი იქნება.

მსოფლიოს მე-3 ჩოგანმა ახალგაზრდა იტალიელ მატეო ბერეტინის(20) 3 სეტში იოლად მოუგო- 6:1, 6:2, 6:2. გამარჯვების მოსაპოვებლად როჯერს, მხოლოდ 1 საათი და 15 წუთი დასჭირდა. შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე ბერეტინიმ განაცხადა, რომ მატჩის დასრულების შემდეგ ბადესთან მისულმა შვეიცარიელ ლეგენდას სთხოვა, თუ რამდენი უნდა გადაეხადა საჩოგბურთო გაკვეთილისთვის, რაზეც როჯერისაგან ღიმილი მიიღო.

ქალები

 

ქალების მხარე უკრაინელი ელინა სვიტოლინასა(8) და ხორვატი პეტრა მარტიჩის(24) შეხვედრით გაიხსნა. ფავორიტმა უკრაინელმა საკუთარი სტატუსი გაამართლა და ხორვატს 2 სეტში სძლია- 6:4, 6:2. მისი მომავალი მეტოქე კაროლინა მუჩაროვა(68) იქნება, რომელმაც დღის ერთ-ერთი სენსაციაში მიიღო მონაწილეობა.
კაროლინა მუჩაროვამ თანამემამულე და სეხნია, მსოფლიოს მე-3 ჩოგანი კაროლინა პლისკოვა 3 სეტში დაამარცხა-4:6, 7:5, 13:11. ამ მოგებით, მუჩაროვამ კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და დიდი სლემის მე-4 ფინალში გასვლა მოახერხა. მუჩაროვა და სვიტოლინა აქამდე მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს ყატარში და გამარჯვება უკრაინელს დარჩა.
უიმბლდონს, რომ მსოფლიოს პირველი ჩოგანი გამოეთიშა, ამაზე უკვე გვეწერა. გავიმეორებთ, რომ ეშლი ბართიმ ალისონ რაისკთან(55) წააგო. რაისკის მომავალი მეტოქე, ვინ, ვინ და სერენა უილიამსი(10) იქნება.
37 წლის სერენამ კარლა სუარეს ნავარო(31) 2 სეტში დაამარცხა- 6:2, 6:2. სერენა უილიამსს უიმბლდონი 7-ჯერ აქვს მოგებული და მე-8 ტიტულს 3 თამაშის მოგება აშორებს.
მე-4 ფინალში ითამაშებს მსოფლიოს 54-ე ჩოგანი ბარბორა სტრიცოვა. ჩეხმა ჩოგბურთელმა მსოფლიოს 21-ე ჩოგანი ბელგიელი ელის მერტენსი დაამარცხა 3 სეტში- 4:6, 7:5, 6:2. სტრიცოვა მეოთხედფინალში მსოფლიოს მე-18 ჩოგან იოანა კონტას შეხვდება, რომელმაც მსოფლიოს მე-6 ჩოგან პეტრა კვიტოვას სამ სეტში მოუგო- 4:6, 6:2, 6:4.

დასრულა 15 წლის ამერიკელი კორი გაუფის(313) უიმბლდონური ზღაპარი. ის მსოფლიოს მე-7 ჩოგანმა, რუმინელმა სიმონა ჰალეპმა დაამარცხა. რუმინელმა 15 წლის გაუფს 2 სეტში აჯობა- 6:3, 6:3. მეოთხედფინალში ჰალეპი შუაი ჟანგს შეხვდება, რომელმაც უკრაინელი იასტრემსკა 3 სეტში დაამარცხა- 6:4, 1:6, 6:2.

წყარო: sportall.ge
SHARE