უმაყურებლო მატჩში მოედანზე გულშემატკივარი შეიჭრა – კურიოზი მალიორკაში

448

ერთი შეხედვით დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია – მალიორკაში, სადაც მატჩი დახურულ კარს მიღმა, უმაყურებლოდ მიმდინარეობდა, მოედანზე გულშემატკივარი შეიჭრა.

„მალიორკასა“ და „ბარსელონას“ შეხვედრაში მოულოდნელად მოედანზე ლიონელ მესის მაისურში გამოწყობილი ქომაგი გამოჩნდა, რომელმაც ჟორდი ალბასთან სელფის გადაღებაც სცადა. თუმცა, სტიუარდებმა ამის საშუალება არ მისცეს და სტადიონი დაატოვებინეს.

ნებისმიერ შემთხვევაში მაინც საინტერესოა, როგორ აღმოჩნდა მოედანზე ადამიანი იმის ფონზე, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ეს აკრძალულია.

შეგახსენებთ, „ბარსელონამ“ „მალიორკა“ 4:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში ლიდერის პოზიცია გაიმყარა.

წყარო: wordsport.ge

SHARE