(ვიდეო) უსიამოვნო სერია დასრულდა: ქართულმა გუნდმა აზერბაიჯანში 15 წლის შემდეგ მოიგო

460

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო თბილისმა“ „გაბალა“ მისსავე მოედანზე დამაჯერებლად 2:0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

ეს გამარჯვება ორმაგად მნიშვნელოვანი გამოდგა, რადგან წარუმატებელი სერია დასრულდა. თავად განსაჯეთ, ქართულმა გუნდმა აზერბაიჯანში 15 წლის შემდეგ პირველად მოიგო!

„დინამომდე“ ბოლოს 2004 ლის 29 ივლისს, უეფას თასის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „თბილისმა“ აზერბაიჯანში, „შამქირი“ დაამარცხა (4:1).

აქედან მოყოლებული ქართული და აზერბაიჯანული გუნდების გზები ევროთასებზე (ჩემპიონთა ლიგა, უეფას თასი/ევროპა ლიგა) ექვსჯერ გადაიკვეთა და ჩვენთვის სასიკეთო არაფერი მომხდარა – 5 საგარეო წაგება, ერთადერთი ფრე, ერთადერთი გატანილი და 16 გაშვებული გოლი.

ჩემპიონთა ლიგა, საკვალიფიკაციო ეტაპი, 18 ივლისი, 2006: „ბაკი“ – „სიონი“ 1:0

ჩემპიონთა ლიგა, II საკვალიფიკაციო ეტაპი, 17 ივლისი, 2012: „ნეფთჩი“ – „ზესტაფონი“ 3:0

ევროპა ლიგა, III საკვალიფიკაციო ეტაპი, 31 ივლისი, 2014: “ნეფთჩი” – “ჩიხურა” 0:0

ევროპა ლიგა, საკვალიფიკაციო ეტაპი, 9 ივლისი, 2015: „გაბალა“ – „დინამო“ 2:0

ევროპა ლიგა, საკვალიფიკაციო ეტაპი, 30 ივნისი, 2016: „გაბალა“ – „სამტრედია“ 5:1

ჩემპიონთა ლიგა, საკვალიფიკაციო ეტაპი, 11 ივლისი, 2017: „ყარაბაღი“ – „სამტრედია“ 5:0

როგორც იქნა, ერთობ უსიამოვნო ტრადიცია დაირღვა და ქართულმა გუნდმა ჩვენს სამეზობლოში გამარჯვების მოპოვება მოახერხა. ცნობისთვის, ქართველებმა ბოლოს აზერბაიჯანელთა ბარიერი 2006 წელს დაძლიეს, როდესაც „სიონმა“ „ბაკი“ ორი მატჩის დაამარცხა (2:0, 0:1). ახლა კი, კიდევ ერთი უსიამოვნო სერიის დასრულებასთან „დინამო“ ახლოსაა, თუმცა, საქმე ბოლომდეა მისაყვანი და კონცენტრაციის დაკარგვა არ შეიძლება.

შეგახსენებთ, „დინამოსა“ და „გაბალას“ საპასუხო მატჩი 1 აგვისტოს, „დინამო არენაზე“ გაიმართება.

წყარო: worldsport.ge

SHARE