ზაზა ფაჩულიამ საკალათბურთო კარიერა დაასრულა და გოლდენ სტეიტ უორიორზის ბიზნესისა და საკალათბურთო ოპერაციების კონსულტანტი გახდა. ინფორმაციას გოლდენ სტეიტის Twitter ავრცელებს.
ზაზა NBA-ში 16 წელი თამაშობდა. ორლანდო, მილუოკი, ატლანტა, დალასი, გოლდენ სტეიტი, დეტროტი – ქართველი ცენტრი ამ გუნდების ღირსებას იცავდა. კარიერის ოქროს მომენტი მას 2017 წელს დაუდგა, როცა უორიორსთან ერთად ოქროს ბეჭედი მოიგო. შემდეგ წელს მან ეს მიღწევა გაიმეორა. ამიერიდან კი გუნდში უკვე კონსულტანტის რანგში იმუშავებს.
NBA-ში ფაჩულია საშუალოდ 6.8 ქულას, 5.8 მოხსნას და 1.3 შედეგიან გადაცემას აკეთებდა. იგი ერთადერთი ქართველია, ვინც NBA-ს ჩემპიონი გამხდარა.
წყარო: sport.adjara.com