ფედერერი კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით

508

2019 წლის საჩოგბურთო სეზონი ლონდონის შემაჯამებელი ტურნირით დაიხურა, სადაც საჩემპიონო თასს სტეფანოს ციციპასი დაეუფლა. ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი, როჯერ ფედერერი, ნახევარფინალურ ეტაპზე სწორედ ტურნირის ჩემპიონის წინააღმდეგ დამარცხდა, თუმცა ნოვაკ ჯოკოვიჩთან გამართული მატჩის შემდეგ მან მაყურებელს კიდევ ერთხელ დაუმტკიცა, რომ მისი ასაკი მხოლოდ ციფრებია.

როჯერ ფედერერმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტების კითხვას, თუ რამდენ ხანს აპირებს პროფესიონალურ ჩოგბურთში ყოფნას საკმაოდ ვრცელი პასუხი გასცა:

“იქამდე სანამ თავს კარგად ვგრძნობ, ვტკბები ცხოვრებით და ვიღებ სიამოვნებას საშა ზვერევთან და სხვა მოწინააღმდეგეებთან თამაშით, შეჩერების მიზეზს ვერ ვხედავ. რა თქმა უნდა ასაკის მატებასთან ერთად ყველაფერი თანდათან რთულდება თუმცა გამოცდილების დაგროვების შემდეგ, მომენტებით შეიძლება მეტი სიამოვნება მიიღო. ასე რომ, არ ვიცი ეს ყველაფერი დასასრულისკენ მიდის თუ არა. ვიმედოვნებ, რომ დასასრული ემოციური და სასიამოვნო იქნება. იმედი მაქვს, რომ მთელი ეს პროცესი სასიამოვნოდ და კარგად ჩაივლის – ყოველგვარი სირთულეების გარეშე”, – განაცხადა 38 წლის მაესტრომ.

როჯერ ფედერერი პრო-ტურში 1998 წლიდან ჩაერთო, რა დროშიც 103 საჩემპიონო თასს მოუყარა თავი, აქედან 20 დიდი სლემის ტურნირის ტიტულია, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

წყარო: live.ge

SHARE