როტერდამის “ფეიენოორდი” ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე “დინამო თბილისს” დაუპირისპირდება.
ჰოლანდიელებმა საკუთარ ვებ-გვერდზე თბილისურ კლუბზე ისაუბრეს.
“ფეიენოორდის მეტოქე ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ცნობილია. ეს დინამო თბილისი იქნება. თბილისურმა კლუბმა გაბალასთან დაპირისპირებაში თავი საკმაოდ ძლიერად წარმოაჩინა. ასე რომ, დინამო იაპ სტამის მომზადებულ გუნდს დაუპირისპირდება. დინამო თბილისმა გაბალა ორ მატჩიან დუელში 5:0 დაამარცხა. სტუმრად მოგებული თამაშის შემდეგ (0:2), თბილისლებმა საკუთარ მოედანზე ყოველგავრი პრობლემების გარეშე მოუგეს მეტოქეს” – წერია “ფეიენოორდის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ “დინამო თბილისი” პირველ მატჩს სტუმრად როტერდამში 8 აგვისტოს გამართავს. საპასუხო შეხვედრა კი 15 აგვისტოს “დინამო არენაზე” გაიმართება.
წყარო: live.ge