„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „ენგორდანის“ (6:0) განადგურების შემდეგ ისაუბრა.
ესპანელი სპეციალისტის თქმით, მისი გუნდი ეცდება, რომ თამაში ასე გააგრძელოს, თუმცა შორსმიმავალ გეგმებს წინასწარ არ აწყობს. ვისენტეს აზრით, უმჯობესია „დინამომ“ თამაშიდან თამაშამდე იფიქროს და ამ ეტაპზე მთავარი საფიქრიალი საპასუხო შეხვედრაა.
„როგორც მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ვთქვი, ჩვენ მხოლოდ თამაშიდან თამაშამდე უნდა ვიფიქროთ. შესაბამისად, დღევანდელი შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ და მიხარია. ახლა კი ჩვენი მთავარი საფიქრალი საპასუხო თამაშია, ვეცდებით, რომ იგივე სტილში ვითამაშოთ და რა მოხდება ამის შემდეგ, ამაზე მერე დავიწყებთ ფიქრს.
დიახ, საპასუხო თამაშში ალბათ ცვლილებები იქნება, მაგრამ ჯერჯერობით ნამდვილად არ ვიცი, რომელი ფეხბურთელი უფრო მეტი დროს გაატარებს. ჩვენი მიზანი კი მეორე შეხვედრის მაღალ დონეზე ჩატარებაა, მიუხედავად იმისა, რომ კარგი უპირატესობა გვაქვს.
რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რომ გუნდში არიან ფეხბურთელები, რომლებიც მზად არიან პენალტის შესასრულებლად და გოლის გასატანად. თუმცა, რამდენიმე ფეხბურთელია ისეთი, რომლებიც ამისთვის მეტად არიან მომზადებულნი. შტატიანი პენალტისტი კი გუნდს არ ჰყავს და კონკრეტულ მომენტში წყდება ვინ დაარტყამს.
ცხადია, ყველა ახლაწვეულს სჭირდება ადაპტაციისთვის დრო და ვფიქრობ, ეს პროცესი კარგად მიმდინარეობს და ამაში ყველა თამაშობს თავის როლს.
შესაძლოა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ფეხბურთელები კიდევ დავიმატოთ, მაგრამ ჩემი აზრით, ამჟამინდელი შემადგენლობაც ძალიან კარგია და ვეცდებით იგივე სტილში გავაგრძელოთ თამაში. თუმცა, ვიმეორე, შესაძლებელია რამდენიმე ახალწვეული იყოს“, – თქვა ვისენტემ.
შეგახსენებთ, „დინამო“ „ენგორდანს“ ანდორაში 18 ივლისს გაიმართება, ხოლო მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე დედაქალაქურ გუნდს აზერბაიჯანულ „გაბალასთან“ მოუწევს თამაში.
წყარო: worldsport.ge