ფინალში ჩრდ. მაკედონია გველოდება! 12 ნოემბერი, თბილისი…

377

12 ნოემბერს, თბილისში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ფინალში, საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის ნაკრებთა მატჩში კონტინენტის პირველობის ერთ-ერთი მონაწილე გაირკვევა.

ეს იქნება ქართველებისა და მაკედონიელების მესამე მატჩი ბოლო პერიოდში, მაგრამ მატჩი, რომლის მნიშვნელობა აზროვნების მასშტაბებს სცდება და დამატებით ახსნას არ საჭიროებს.

მაკედონიელებმა შინ 2:1 მოუგეს კოსოვოს. ერთი შეხედვით, ანგარიში გაცილებით დიდიც შეიძლებოდა, ყოფილიყო, რადგან მასპინძლებმა ბევრი საგოლე მომენტი გაანიავეს, თუმცა ბოლო წუთზე კოსოვოელებმა რეალური შანსი გაუშვეს ხელიდან, დამატებით დროში გადაეყვანათ თამაში.

წყარო: lelo.ge

SHARE