ფიური და უაილდერი ერთმანეთს ისევ შეხვდებიან

446
Top Rank-ის პრეზიდენტი ბობ არუმი WBC-ის მძიმე წონის ჩემპიონის ტაისონ ფიურისა და ამავე ტიტულის ყოფილ მფლობელ დეონტეი უაილდერის მესამე შეხვედრაზე საუბრობს.

 

არუმის განცხადებით, 19 დეკემბერი ის თარიღია, რომელზეც ორივე მხარე თანახმაა. შეხვედრა კი ლას-ვეგასში “ერიჯენთის” ახალ არენაზე იგეგმება. არენა 65 ათასს მაყურებელს იტევს, თუმცა არუმი ვარაუდობს, რომ სოც. დისტანციის დაცვის წესებით სულ მცირე 25 ათას გულშემატკივარს დატევს.

 

შეგახსენებთ, უაილდერისა და ფიურის პირველი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო მოერეში ტაისონმა დეონტეი დაანოკაუტა. ახლა კი ვალდებულია რემატჩი ჩაატაროს.
წყარო: sportall.ge
SHARE