კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული საფეხბურთო სეზონების განახლება უახლოეს მომავალში იგეგმება. ბუნდესლიგა, დიდი ალბათობით, 9 მაისს დაიწყება.
მთავარი პრობლემა, ფაქტობრივად, მოგვარებულია, მაგრამ განახლებულ სეზონს მძიმე ფორმაში ხვდებიან ფეხბურთელები. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ფიფამ 5 ცვლილების რეკომენდაცია გასცა, მაგრამ ჯერ ბორდმა უნდა დაამტკიცოს.
შეგახსენებთ, ხსენებული იდეა ანორთოსისის ქართველ მწვრთნელს თემურ ქეცბაიას კარგა ხნის წინ ჰქონდა:
“ასეთი შეთავაზება მაქვს: უნდა იყოს საშუალება, რომ გუნდებმა მატჩის განმავლობაში ხუთი ცვლილება განახორციელონ. ორი პირველ ტაიმში, სამი კი, მეორეში.
ეს გუნდებს ტრავმების აცილებაში დაეხმარება, უფრო მეტი ფეხბურთელის გამოყენებით კი სეზონიც იოლად დასრულდება“, – თქვა მან.
წყარო: croco.ge