ქართველი ლიდერი ჩინელი ფავორიტის წინააღმდეგ, ჩინურ დიდ საერთაშორისო ტურნიზერ

420

ჩინურ ხუნანში გრძელდება მოჭადრაკეთა დიდი საერთაშორისო ტურნირი 16 ქვეყნის 73 წარმომადგენლის მონაწილეობით.

საპრიზო ადგილებისთვის მებრძოლთა შორის ორი დიდოსტატი საქართველოდანაა. ტურნირზე უკვე მიილია სამი ტური. თბილისელმა ივან ჩეპარინოვმა (რეიტინგი – 2666) ზედიზედ სძლია დიდოსტატებს – იუქსინ ფანს (ჩინეთი), ნარაიანანს (ინდოეთი), მირჩე-ემილიან პარლიგრასს (რუმინეთი) და უდანაკარგოდ ერთპიროვნულად დაწინაურდა, რადგან ორი ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმის მქონე დიდოსტატები – შეხარ განგული (ინდოეთი) და სონ ნგოკ ნგუენი (ვიეტნამი) გუშინ მშვიდობიანად დაშორდნენ ერთმანეთს.

ლიდერს ნახევარ-ნახევარი ქულით ერთბაშად რვა მოჭადრაკე ჩამორჩება, მათ შორის – მსოფლიოს კლასიფიკაციაში 2737 პუნქტის მქონე მასპინძელი იი ვეი, რომელსაც ჩვენებური დღეს შავი ფიგურებით დაუპირისპირდება.

დიდოსტატმა ნინო ბაციაშვილმა ჩინელებთან გამართული სამი პარტიიდან თითო მოიგო (იიპინ ლუ), ყაიმით დაასრულა (ვენ იანი) და წააგო (იინგლენ ქსუ). ქულანახევრიანი ბაციაშვილი მე-4 ტურში თეთრებით უკრაინელ მიხაილო ოლექსიენკოსთან გაარკვევს ურთიერთობას.
ტურნირში შვეიცარიული სისტემით ცხრა ტური გათამაშდება.

წყარო: lelo.ge

SHARE